საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კვების ობიექტმა - "მაკდონალდსმა" ცნობილი მომღერლის ელტონ ჯონის შესახებ ბროშურის გავრცელების გამო ჯერ ბოდიში მოიხადა, შემდეგ კი ამავე განცხადებიდან ეს ნაწილი ამოშალა. მოგვიანებით ეს განცხადება სრულად წაშალეს.
კომპანია აცხადებდა, რომ პროპაგანდას არ ეწევიან და "მსგავსი განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება". კომპანიამ განცხადების თავდაპირველ ვერსიაში თქვა, რომ თარგმნის დროს შინაარსი შეცვლილი არ იყო, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ "იზიარებდა დაშვებულ შეცდომას".
ასევე ნახეთ თემურ ჭყონია ამბობს, რომ "მაკდონალდსის" განცხადება მასთან შეთანხმებული არ იყო"აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გამოცემა ლიცენზირებულია, რაც კრძალავს თარგმნისას შინაარსის რაიმე სახით შეცვლას. სწორედ ამ მიზეზით ორიგინალი ვერსიის ქართულად თარგმნისას და რედაქტირებისას, სამწუხაროდ, „მაკდონალდს საქართველოს“ აღმასრულებელი გუნდის შეცდომის შედეგად, ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება
"მაკდონალდს საქართველოს" მენეჯმენტი იზიარებს დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას", - ეწერა კომპანიის განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ელტონ ჯონის ბიოგრაფიის შესახებ ბროშურის გამო კომპანია "მაკდონალდს საქართველო" გააკრიტიკა, კომპანიის პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ რადიო თავისუფლებას ინტერვიუ მისცა.
ასევე ნახეთ ქრისტეს ჰყავდა მოწინააღმდეგეები და "მაკდონალდს" რომ ჰყავდეს, რა პრობლემაა? - ჭყონია ბრალდებებს პასუხობს"არ გამოადგებათ ეს თემა უბრალოდ, იმდენად პოპულარულია "მაკდონალდსი"... ანტიდასავლური თემა ყველა ქვეყანაშია, ამერიკაშიც არსებობენ კომუნისტები, მაგრამ დომინანტური არ არის, ხო? საქართველოში მოსახლეობის 90%-ს თუ ევროკავშირის და NATO-ს წევრობა უნდა, ანტიდასავლური თემა როგორ გაიმარჯვებს? მცდელობა ყოველთვის იქნება. ქრისტეს ჰყავდა მოწინააღმდეგეები და "მაკდონალდს" რომ ჰყავდეს, რა პრობლემაა?" - ამბობდა ჭყონია.