დნეპრში წყალი ნორმაზე 28 ათასჯერ მეტადაა დაბინძურებული

კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად დატბორილი მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირო

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ BBC News Украина-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მდინარე დნეპრში წყალი ნორმაზე 28 ათსჯერ მეტადაა დაბინძურებული კახოვკის დამბის ქვედა აკვატორია „გამოყენებისთვის გამოუსადეგარია“.

„ამიტომ აკრძალია წლის სასმელად გამოყენება, თევზჭერა, პირუტყვისთვის სასმელად მიწოდება, ბანაობა. გამწმენდი დანადგარები დეზინფექციის საგანგებო რეჟიმში მუშაობს. გაძლიერებულია წყლის ხარისხის მონიტორინგი წყალმომარაგების ქსელში [დაავადებების] გავრცელების თავიდან ასარილებლად“,- განაცხადა ლიაშენკომ,

ის საუბრობს ქოლერის, ჰეპატიტისა და სხვადასხვა პარაზიტების გავრცელების რისკზე. შავი ზღვის უკრაინის სანაპიროებზე აკრძალულია დასვენებაც. კომუნალური სამსახურები კახოვის წყალსაცივის ფსკერს დახოცილი ცხოველებისგან ასუფთავებენ, რათა გახრწნილი ნაწილები წყალში არ მოხვდეს.

ასევე ნახეთ შავი ზღვის მარილიანობის შემცირებას კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევას უკავშირებენ

მინისტრი იმედოვნებს, რომ სანიტარული ნორმების დაცვა ეპიდემიის აფეთქებას შეაჩერებს. თუმცა მისივე თქმით, დაავადებების აფეთქების ხიფათი ძალიან მაღალია.

ამ დრომდე ასობით ადამიანი ხერსონის ოლქის დატბორ ტერიტორიაზე რჩება.

ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობის მიერ ხუთშაბათს გავრცელებული ცნობით კახოვკის ჰესიის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო დაიღუპა 18 ადამინი.

უკრაინის მიერ კონტროლირებად მარჯვენა სანაპიროზე დაღუპულთა შესახებ მონაცემები ბოლოს 12 ივნისს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად დაღუპულია 10 ადამიანი.

კახოვკის კაშხალი დაინგრა 6 ივნისის ღამეს. უკრაინა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და ჰესის გარღვევას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს.

ამერიკელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ კაშხლის ნგრევა აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამას ხელი შეუწყო ადრეულმა დაზიანებამ ან წყლის წნევის მატებამ.

კაშხლის განადგურების გამო ხერსონის ოლქის 600 კვადრატული კილომეტრი წყლით დაიფარა, ფართობის დაახლოებით 30% მარჯვენა სანაპიროზეა, დანარჩენი კი - რუსეთის მიერ ოკუპირებული დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.