გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში წყალდიდობაა

მდინარე ტანა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში. ხევიდან მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზიც. ადგილზე უკვე იმყოფებიან „ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებიც. მობილიზებულია სპეცტექნიკა და ბოშურში სამუშაოების დაწყება წყლის დონის დაწევის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულები და სატრანსპორტო გზის ნაწილი. სოფელში გორის მერიის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

გორის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობასა და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება.