ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 12 ივნისს ჩავიდა ვენესუელაში, რითაც დაიწყო თავისი ტურნე "მეგობრულ ქვეყნებში" - რაისი ასევე ეწვევა კუბას და ნიკარაგუას, ანუ სამ ქვეყანას, რომლებსაც მათი საერთო მეტოქის, აშშ-ის სანქციები აქვთ დაწესებული.
რაისის კარაკასში დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრი ივან გილი, დაგეგმილი იყო მისი შეხვედრა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთანაც.
თეირანიდან გაფრენის წინ რაისიმ თქვა, რომ ვიზიტი ხორციელდება "მეგობრული ქვეყნების" - ვენესუელის, ნიკარაგუის და კუბის - პრეზიდენტთა მიწვევის საფუძველზე, და მიზნად ისახავს "ეკონომიკური, პოლიტიკური და სამეცნიერო თანამშრომლობის" გაუმჯობესებას.