ტრამპი ფლორიდაში ჩავა, დოკუმენტების საქმეზე ბრალდებების მოსასმენად

დონალდ ტრამპი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 12 ივნისს მაიამიში ჩავა სისხლისსამართლებრივი ბრალდებების მოსასმენად, რომ უკანონოდ ინახავდა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ცრუობდა იმ ოფიციალური პირების წინაშე, რომლებიც ამ დოკუმენტების მოპოვებას ცდილობდნენ.

ტრამპი 13 ივნისს, ადგილობრივი დროით დღის 3 საათზე, უნდა მივიდეს მაიამის ფედერალური სასამართლოს შენობაში. იგი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და პირობას დებს, რომ კვლავ გაპრეზიდენტების მიზნით, გააგრძელებს კამპანიას 2024 წლის არჩევნებზე.

14 ივნისს ტრამპს 77 წელი შეუსრულდება.