IAEA-ის დირექტორი რაფაელ გროსი უკრაინაში ჩადის წყალდიდობასთან ბრძოლის გეგმით

IAEA-ის დირექტორი რაფაელ გროსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ჩადის უკრაინაში, სადაც შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და წარუდგენს დახმარების გეგმას იმ "კატასტროფული" წყალდიდობისთვის, რომელიც გამოიწვია კახოვკის ჰესის განადგურებამ გასულ კვირაში.

"შევაფასებ ვითარებას ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე", - წერს გროსი 12 ივნისს ტვიტერით.

ზაპოროჟიეს სადგურს წყლის მიწოდების შეფერხების საფრთხე ემუქრება, თუკი ჰესზე მომხდარი გარღვევა წყლის დონეს დაწევს.