სტამბოლიდან ნიუ-იორკის მიმართულებით „თურქეთის ავიახაზების“ რეისზე გონების დაკარგვის შედეგად 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემა MTI-ის ინფორმაციით, რეისი TK003 ბუდაპეშტში ავარიულად დაეშვა და სწრაფი სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მედიკოსებმა ბავშვის გადარჩენა ვერ მოახერხეს.