რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედროებმა რუსეთის არმიის პოზიციებზე შეტევა დაიწყეს, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს.
პუტინის განცხადების ფონია ცნობები ინტენსიურ შეტაკებებზე - კერძოდ, ზაპოროჟიეს ოლქში და ბახმუტის სიახლოვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის სამხედროებმა რამდენჯერმე სცადეს რუსეთის დაცვის გარღვევა.
კიევში ოფიციალურად უარყოფენ კონტრშეტევის დაწყებას.