აშშ-ის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ირანი აპირებს რუსეთში ააშენოს დრონების ქარხანა, რომელიც, შესაძლოა, უკვე მომავალ წელს ამუშავდეს - იმ ფონზე, როცა მოსკოვი და თეირანი აღრმავებენ სამხედრო თანამშრომლობას, რაც მზარდ საფრთხეს უქმნის უკრაინას, ახლო აღმოსავლეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას.
როგორც ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ 9 ივნისს განაცხადა, მაშინ, როცა ირანი განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში გამოსაყენებლად რუსეთისთვის დრონების მიწოდებას, ორი ქვეყანა მოსკოვიდან 1000-მდე კილომეტრის მოშორებით დრონების ქარხნის აშენებით ასევე დგამს ნაბიჯებს დრონების წარმოების ომის ზონასთან ახლოს გადასატანად.