5 წლამდე პატიმრობა ემუქრება 2 ადამიანს, რომლებიც adidas-ისა და NIKE-ის ლოგოთი ტანსაცმელს კერავდნენ უნებართვოდ

სამკერვალოში გადაღებული ფოტო

ფინანსურმა პოლიციამ ქვემო ქართლში აღმოაჩინა სამი სამკერვალო, სადაც ცნობილი ბრენდების, adidas-ისა და NIKE-ის ბრენდული ნიშნით უნებართვოდ იკერებოდა კაცისა და ქალის სპორტული ტანსაცმელი. პასუხისგებაში მისცეს ორი ადამიანი, მათ სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სამკერვალოში გადაღებული ფოტო

"ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 641 ცალი adidas-ისა და NIKE-ის ​სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული ტანსაცმელი, ასევე ხსენებული ბრენდების დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი, რომელიც განკუთვნილი იყო კონტრაფაქციული საქონლის დასამზადებლად", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

სამკერვალოში გადაღებული ფოტო

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით - სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ არაერთხელ გამოყენებისთვის.