ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებები უნდა მოემზადონ უკრაინელი ლტოლვილების სამუდამო ინტეგრაციისთვის, ამ მოწოდებით გამოდის ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის სააგენტო (FRA).
ამჟამად მოქმედი დახმარების ზომები უფრო მეტად უნდა მიემართოს ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ლტოლვილთა უმრავლესობას შეადგენენ, აცხადებს სააგენტო 8 ივნისს თავის ყოველწლიურ ანგარიშში.
კვლავ გრძელდება კრემლის მიერ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი, რომლის შედეგადაც, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) შეფასებით, უკრაინა დატოვა 8,3 მილიონამდე ადამიანმა. მათგან 5.1 მილიონამდე - დროებითი თავშესაფრის სტატუსით ცხოვრობს, საგანგებო ზომებით, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, არ სჭირდებოდეთ თავშესაფრის მოთხოვნა ევროკავშირში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში.