შენიშვნა: 8 ივნისს დღის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ ზურაბ მუშუქიას დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. ზურაბ მუშუქიას დედამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შვილმა თანამებრძოლის ტელეფონიდან დაურეკა და უთხრა რომ ცოცხალია.
ასევე ნახეთ ცნობები ბახმუტში ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე მცდარი აღმოჩნდა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ მუშუქია, დაიღუპა. იგი დონეცკის ოლქში, ბახმუტთან, აფეთქებას ემსხვერპლა.
გასული წლის 16 აპრილს, როდესაც უკრაინაში 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ზურაბ მუშუქია მძიმედ დაიჭრა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ბრძოლის ველზე დაბრუნდა.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში დაიღუპულია 45 ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.
ასევე ნახეთ
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022-2024