ბაიდენი უკრაინის შესახებ მოლაპარაკებას გამართავს დანიის და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებთან

ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში უმასპინძლებს დანიის და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს, მეტე ფრედერიკსენს და რიში სუნაკს.

მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი, მათ შორის ამერიკული F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელთა წვრთნისა და საბოლოოდ აღჭურვის ახლახან წამოწყებული ძალისხმევა.

ფრედერიკსენს ბაიდენი 5 ივნისს შეხვდება, სუნაკს - 8 ივნისს.