რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 5 ივნისს აცხადებს, რომ ვერ ხედავს მარცვლეულის შავი ზღვით ექსპორტის შეთანხმების გახანგრძლივების პერსპექტივას. შეთანხმებას ვადა ივლისის შუა პერიოდში ეწურება. ამ ცნობას რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
TASS-ს მოაქვს სამინისტროს სიტყვები, რომ განაგრძობს კონსულტაციებს გაეროსთან და რომ განახლდა ხომალდების შემოწმება.
სააგენტო RIA წერს, რომ რუსეთსა და გაეროს შორის მოლაპარაკების ახალი რაუნდი 9 ივნისს ჟენევაში გაიმართება.
რუსეთი ბევრჯერ გამოვიდა შეთანხმების დატოვების მუქარით და იმაზე ჩივილით, რომ კვლავ ძალაში რჩება მისი საკვები პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტზე წინაღობები.