თურქეთის ბატალიონი კოსოვოში ჩავიდა, ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების გასაძლიერებლად

ზვეჩანი, კოსოვო

თურქეთის ბატალიონი, რომელიც ნატომ მოითხოვა, 5 ივნისს კოსოვოში ჩავიდა, რათა ნატოს მხარდაჭერით მოქმედ სამშვიდობო ძალებს დაეხმაროს ახლახან მომხდარი ძალადობრივი მღელვარების დაშოშმინებაში.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 ივნისს გაავრცელა ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი KFOR-ის სამშვიდობო ძალების უნიფორმაში ჩაცმული იმ სამხედროების ვიდეოჩანაწერი, რომლებმაც თურქეთი დატოვეს და კოსოვოში ჩავიდნენ.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, კოსოვოში განთავსდება 500-მდე თურქი სამხედრო.

ეთნიკურ სერბებთან ძალადობრივ შეტაკებებს გასულ კვირაში მოჰყვა 30 საერთაშორისო სამხედროს - 11 იტალიელის და 19 უნგრელის - დაშავება. მათ აქვთ მოტეხილობები და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით მიღებული დამწვრობები.