ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 4 ივნისს გამართულ შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან, ალიანსში შვედეთის გაწევრიანების საკითხზე გარღვევა არ მომხდარა. ორი მხარის წარმომადგენლების შემდეგი შეხვედრა 12 ივნისს შედგება.
ნატოს შვედეთის შემოერთება სურს მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი და ალიანსის ქვეყნების სხვა ლიდერები ლიეტუვაში 11-12 ივლისს გამართავენ შეხვედრას. თუმცა ეს საკითხი ჯერ თურქეთმა და უნგრეთმა უნდა დაამტკიცონ.
ტრანსატლანტიკურ ალიანსში ახალი ქვეყნის გაწევრიანებისთვის გაერთიანების 31-ვე წევრის თანხმობაა საჭირო.
თურქეთი ეწინააღმდეგება შვედეთის ნატოში გაწევრიანებას - მისი განცხადებით, სტოკჰოლმი თავშესაფარს აძლევს ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს.