უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ივნისს განაცხადა, რომ, სულ მცირე, 500 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ უკვე 16 თვის განმავლობაში წარმოებულ ომს.
ზელენსკი ამ მონაცემით გამოვიდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც საგანგებო სამსახურების თანამშრომლებმა რუსეთის მხრიდან ერთ-ერთი ბოლო საჰაერო დარტყმისას დაღუპული ორი წლის გოგონას სხეული იპოვეს.
ასევე ნახეთ უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში, რუსეთის იერიშს ბავშვი ემსხვერპლა"რუსული იარაღი და სიძულვილი უკრაინელ ბავშვებს კვლავაც ყოველდღიურად ართმევს სიცოცხლეს და უნგრევს ცხოვრებას", - წერს პრეზიდენტი თავის განცხადებაში.