პუტინმა მიწვევა მიიღო BRICS-ის სამიტზე, სამხრეთ აფრიკაში

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

მიუხედავად მისი დაპატიმრების საერთაშორისო ორდერისა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიიწვიეს განვითარების პროცესში მყოფი ეკონომიკების სამიტზე, რომელიც აგვისტოში, სამხრეთ აფრიკაში გაიმართება.

მიწვევა გაეგზავნა BRICS-ის სახელით ცნობილი ჯგუფის სახელმწიფოების მეთაურებს - ანუ ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებს. ამ განცხადებით 1 ივნისს, BRICS-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოვიდა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნალედი პანდორი, რომელმაც თქვა, რომ სამიტი გაიმართება იოჰანესბურგში, 22-დან 24 აგვისტომდე.

წლევანდელი სამიტი პოლიტიკურად განსაკუთრებულად დაძაბული იქნება - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ჰააგაში, მარტში, პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.