თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა

2023 წელს 4 თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 269%-ით გაიზარდა. ზრდა ნაწილობრივ იმითაა გამოწვეული, რომ შარშან, შემოდგომაზე პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა.

2023 წლის იანვარ-აპრილში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4,801 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,299 მლნ ლარი.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 4 თვეში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 109,087 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 74,797 ლარი.