რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელიც თურქეთს უკვე ხანგრძლივად მართავს, 3 ივნისს საპრეზიდენტო ფიცი დადო და მესამე ვადით შეუდგა პრეზიდენტობას. მანამდე ის სამჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
69 წლის ერდოანმა გასულ კვირაში გაიმარჯვა არჩევნების მეორე ტურში, ხუთი წლის ვადით. საპრეზიდენტო ფიცი მან დადო პარლამენტის სხდომაზე, ინაუგურაციის ცერემონიის წინ, რომელსაც ათობით უცხოელი სტუმარი დაესწრება.
თურქეთის ლიდერი ახალი კაბინეტის შემადგენლობას 3 ივნისს, მოგვიანებით გამოაცხადებს.