რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „მიიღებენ ცნობად“ ერევნის პოზიციას იმაზე, რომ უკრაინასთან ომში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არაა.
„ვიღებთ ცნობად. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ნიუანსებია უკრაინის გარშემო კონფლიქტთან დაკავშირებით სომხეთის მიდგომაში, ჩვენ ამას ვითვალისწინებთ, ჩვენ მათზე ვიცით“, - უთხრა ჟურნალისტებს პესკოვმა.
ამასთან პესკოვმა დაამატა, რომ, რა თქმა უნდა, განაგრძობენ „სომხეთთან კონცეპტუალური სამოკავშირო ურთიერთობების განვითარებას“.
ასევე ნახეთ ფაშინიანი: უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირეები არ ვართსომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა CNN Prima NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის უკრაინასთან ომში.