რუსეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა რუსი დიპლომატების რამდენიმე ათას iPhone-ზე თავდასხმის შესახებ

რუსეთის უშიშროების სამსახურმა რუსი დიპლომატების რამდენიმე ათას iPhone-ზე ჰაკერების თავდასხმის შესახებ განაცხადა.

თავდასხმის სამიზნე გახდა რუსული დიპლომატიური სამსახურების თანამშრომელთა iPhone-ები ნატოს ქვეყნებში, ყოფილ სსრკ-სა და ისრაელში, სირიასა და ჩინეთში, ნათქვამია უწყების განცხადებაში. მასში თავდასხმის დეტალები არ არის მოცემული.

განცხადების თანახმად, გამოყენებულია აქამდე უცნობი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მოიხმარს ოპერაციული სისტემა iOS კოდის დაუცველობას. თავდასხმის ორგანიზებაში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო დაადანაშაულეს.

თავდასხმისგან თავდაცვაში, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გარდა, რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურიც მონაწილეობდა.

"ეფესბე" აცხადებს, რომ iPhone-ის მასობრივი „გატეხა“ შესაძლებელი გახდა iPhone Apple-ის ტელეფონების მწარმოებლის თანამშრომლობით ამერიკულ სპეცსამსახურებთან, თუმცა არანაირი მტკიცებულება არ არის მოყვანილი.

Apple-მა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ ახალი ამბების გამოქვეყნების მომენტისთვის არ უპასუხეს Reuters-ს თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინათ ამ თემაზე.

Apple-ი თავის მოწყობილობებს ახასიათებს როგორც ინფორმაციის შესანახად სანდოს, თუმცა პერიოდულად ცნობილი ხდება დაუცველობის გაჩენის შესახებ, რაც თავდამსხმელებს ან სპეცსამსახურებს საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეთ კომპანიების ტელეფონებზე არსებულ მონაცემებზე.

2021 წელს მსოფლიოში დაფიქსირდა Apple-ის მოწყობილობების მასობრივი „გატეხა“, ისრაელის NSO ჯგუფის მიერ წარმოებული Pegasus-ის სადაზვერვო პროგრამული კომპლექსის გამოყენებით. პროგრამით სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც სარგებლობდნენ. Apple-ი კომპლექსის მწარმოებელს უჩივის.