უნგრეთი მხარს არ უჭერს ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხის შეტანას ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგში

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო. 18 მაისი, 2023 წელი

ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ვერ იქნება შეტანილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ივლისის სამიტის დღის წესრიგში, აცხადებს უნგრეთი, Reuters-ის თანახმად.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ამის შესახებ დაწერა თავის ფეისბუკის გვერდზე: “ეს ცხადად უნდა ვთქვათ: გაწევრიანება ნატოში ქვეყნისა, რომელსაც ამჟამად ომი აქვს, არ შეიძლება იყოს დღის წესრიგში“. უნგრელი მინისტრი დასძენს, რომ ასევე არ უნდა იქნეს განხილული უკრაინასთან დაკავშირებული განრიგი.