უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს საშუალება, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. ამასთან, ზელენსკიმ საქართველოსთან ერთად ბელარუსი ახსენა და თქვა, რომ მათ რუსეთი "სახელმწიფოებრივ განუკითხაობაში" მიათრევს.
"ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, უბრალოდ მშვიდობა. ამიტომაც, ყველა ევროპული ქვეყანას, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს, რომ რუსეთმა გაანადგუროს ისინი, უნდა ჰქონდეს საშუალება, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. არსებობს მხოლოდ ორი ალტერნატივა: ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია.
ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ვხედავთ, სხვადასხვა მეთოდით როგორ მიათრევენ ამ ერებს ერთსა და იმავე სახელმწიფოებრივ განუკითხაობაში. მაგრამ თუკი უკრაინელებსაც კი, რომლებიც სისხლით ადასტურებენ ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპის ღირებულებებისადმი, ჯერ არ გაუგიათ დადებითი პასუხი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაზე, სხვების იმედები სრულიად ბუნდოვანი ხდება", - თქვა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.
მოლდოვის ქალაქ კიშინიოვში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნის ცერემონიას, სხვა 46 სახელმწიფო მეთაურს შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ ასევე ნახეთ ევროპის ქვეყნების სამიტისას მოლდოვის საჰაერო სივრცეს ნატო მეთვალყურეობსსამიტის განსახილველ საკითხებს შორისაა ერთობლივი ძალისხმევის გაწევა უკრაინის ომისა და მასთან დაკავშირებული კრიზისების კონტექსტში მშვიდობისა და დემოკრატიის დასაცავად, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროპული სახელმწიფოების მედეგობა.