ევროპის ქვეყნების 40 ლიდერის შეხვედრის დროს მოლდოვის საჰაერო სივრცეს ნატო მეთვალყურეობს. სამიტი იმართება უკრაინის საზღვრის მახლობლად, რათა აჩვენონ კიევის მიმართ მხარდაჭერა.
ამის ფონზე უკრაინა ემზადება რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო კონტრიერიშისთვის.
ევროკავშირის 27 და ევროპის სხვა 20 სახელმწიფოს შეხვედრაზე, რომელიც ტარდება უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრში მდებარე სასახლეში, მოლდოვა (ევროპის ერთ-ერთ უღარიბესი და მცირე ქვეყანა 2,6 მილიონი მოსახლეობით, რომელიც უკრაინასა და ნატოს წევრ რუმინეთს შორის მდებარეობს) უსაფრთხოებისა და საორგანიზაციო გამოწვევის წინაშეა.
Reuters-ის თანახმად, ნატო თავის განცხადებაში იტყობინება, რომ საჰაერო მეთვალყურეობის და კონტროლის სისტემების თვითმფრინავები 1 ივნისს მოლდოვის ცას უწევენ მეთვალყურეობას.
სამიტს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მოლდოვაში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.