რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილემ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ თვითონ საფრანგეთში სწავლობდა, თავისი შვილი კი - აშშ-ში

პიოტრ ტოლსტოი

რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილემ პიოტრ ტოლსტოიმ საჯაროდ მოიხადა ბოდიში ქალიშვილის აშშ-ში გამგზავრებისა და თავის დროზე საფრანგეთში თავისი სწავლის გამო. ამას რუსმა დეპუტატმა უწოდა „საშინელი ცოდვა“ და „გლობალური დანაშაული“.

ტოლსტოიმ ეს ტელეკომპანია "როსია 1-ის" გადაცემა "ცხოვრება და ბედის" ეთერში განაცხადა. მან განმარტა, რომ მისმა ქალიშვილმა დარიამ ორი კვირით აშშ-ში მრავალი წლის წინ, სკოლის მოსწავლეთა სტაჟირების ფარგლებში იმოგზაურა.

ტოლსტოის თქმით, ქალიშვილის ამ მოგზაურობის გამო მას დღემდე „ამუნათებენ“.

2021 წელს ტოლსტოის ქალიშვილის სწავლა იელის პრესტიჟულ უნივერსიტეტში "კომუნისტური პარტიის" მოსკოვის ფილიალმა გამოააშკარავა. ინფორმაცია აქტიურად გავრცელდა ტელეგრამის იმ არხებით, რომლებიც კომპრომატებზე ნადირობენ.

53 წლის ტოლსტოიმ ასევე თქვა, რომ რუსები, რომლებიც "არამეგობრულ ქვეყნებს" სტუმრობენ, მომავალში "უფრო მეტად იყვარებენ რუსეთს" და "ყველაზე გულანთებული პატრიოტები" ხდებიან.

პოლიტიკოსი 2016 წლამდე მუშაობდა ჟურნალისტად და ტელეწამყვანად, პროფესიული კარიერა კი ფრანგულ გაზეთ Le Monde-ში და საფრანგეთის პრესის სააგენტოში დაიწყო. საფრანგეთში ტოლსტოიმ 1992 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო პარიზის ჟურნალისტიკის სამაგისტრო სკოლაში. მაგრამ ახლა მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ეს მომენტი ნახსენები აღარ არის.