ლატვიის სეიმმა ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ცდაზე აირჩია 50 წლის ედგარს რინკევიჩსი, რომელიც მანამდე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
რინკევიჩსს მხარი აუცილებელ მინიმუმზე ერთით მეტმა, სეიმის 52 დეპუტატმა დაუჭირა.
"ჩემთვის დიდი პატივია ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა კარგად ვემსახურო ლატვიის ხალხს. მადლობას ვუხდი დეპუტატებს ნდობისთვის", - განაცხადა რინკევიჩსმა.
რინკევიჩსი პრეზიდენტის ფიცს ივლისის პირველ ნახევარში დადებს.