ჩოგბურთელი დანილ მედვედევი „როლან გაროსის“ პირველივე წრეში დამარცხდა

დანილ მედვედევი

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანილ მედვედევი, პრესტიჟულ „როლან გაროსის“ ტურნირზე პირველი ტურის მატჩში ბრაზილიელ ტიაგო უაილდთან დამარცხდა. მატჩი, რომელიც 4 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, მეხუთე სეტში ბრაზილიელის სასარგებლოდ დასრულდა.

27 წლის მედვედევი ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის(ATP) რეიტინგში მეორე ადგილზეა, 20 წლის ესპანელი კარლოს ალკარასის შემდეგ. 23 წლის ბრაზილიელი ტიაგო უაილდი კი რეიტინგში მხოლოდ 106-ე ადგილს იკავებს.

საფრანგეთის ღია პირველობა, ასევე ცნობილი, როგორც „როლან გაროსი“, არის ოთხიდან ერთ-ერთი დიდი სლემის ტურნირებიდან და ერთადერთი, რომელიც ტარდება თიხის საფარის კორტებზე.

პრესტიჟული ტურნირი 1891 წლიდან ყოველწლიურად იმართება პარიზში. საფრანგეთის ღია პირველობა მამაკაცთა ერთეულებში ყველაზე მეტჯერ რაფაელ ნადალმა მოიგო, რომელიც 13-ჯერ გახდა ჩემპიონი, ხოლო ქალებში კრის ევერტმა 7-ჯერ იზეიმა გამარჯვება.