ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებში უკრაინის მხარდაჭერაში დაღლილობის ნიშნებს ვერ ხედავს.
„ახლა ყველა ყურადღებით ადევნებს თვალს, ჩვენს დემოკრატიებში, ნატოს ქვეყნებში და მათ პარტნიორებში ხომ არაა დაღლილობის ნიშნები [უკრაინის მიმართ] ჩვენი მხარდაჭერის შესაძლებლობის თვალსაზრისით. ჯერჯერობით ეს არ გვინახავს“, - თქვა სტოლტენბერგმა.
ოსლოში გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებში კიევის მრავალპარტიული მხარდაჭერა კვლავაც ძლიერია.
სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ამ დახმარების სხვადასხვა ასპექტზე განსხვავებული ხმებისა და მოსაზრებების მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნებში კვლავაც რჩება „უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკური ნება“.
ასევე ნახეთ Говорит Москва! პუტინის საქმე! რა დაემართა საქართველოს? - დასავლელი პარტნიორები ღარიბაშვილზე