უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა წინადადებით, ირანს 50 წლის ვადით დაუწესდეს სანქციები, იუწყება სახელმწიფო სააგენტო Unian-ი, უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებულ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივაზე დაყრდნობით.
კანონპროექტი მოიცავს სამხედრო აღჭურვილობით და ორმაგი გამოყენების საქონლით ვაჭრობის აკრძალვას. ამასთან, უკრაინა შეაჩერებს თავის ეკონომიკურ და ფინანსურ ვალდებულებებს თეირანთან და აღკვეთს ირანში კაპიტალის ექსპორტს. იკრძალება ირანში ტექნოლოგიის გატანა და ინვესტიციების განხორციელებაც.
გავრცელებული ვარაუდით, უკრაინის პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე დაამტკიცა ეროვნულმა უშიშროების საბჭომ.