რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს რამდენიმე უპილოტო საფრენი მოწყობილობა, როცა ისინი ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიუახლოვდნენ კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის მახლობლად, განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა 28 მაისს. ამის შესახებ იტყობინება Reuters-ი.
"რამდენიმე უპილოტო საფრენმა მოწყობილობამ სცადა მიახლოება ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიასთან, კრასნოდარის მხარეში", - განაცხადეს რეგიონის საგანგებო სამსახურის ოფიციალურმა პირებმა Telegram-ით. "ყველა მათგანი ნეიტრალიზებულია, ქარხნის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა". ოფიციალურ პირებს არ უთქვამთ, ვინ განახორციელა თავდასხმა.
Reuters-მა ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.