უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირების და ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, "ვაგნერის" დაქირავებულმა მებრძოლებმა დაიწყეს გადაადგილება თავიანთი ზოგიერთი პოზიციიდან ქალაქ ბახმუტსა და შემოგარენში, ომის ეპიცენტრში.
ევგენი პრიგოჟინმა, „ვაგნერის“ მეთაურმა, რომელიც სათავეში ჩაუდგა ბახმუტზე იერიშს, 25 მაისს განაცხადა, რომ მისი მებრძოლები იწყებდნენ ქალაქიდან გასვლას და მათ რეგულარული რუსული ჯარები ჩაანაცვლებდნენ. პრიგოჟინი ამტკიცებდა, რომ მისმა მებრძოლებმა დაიპყრეს ბახმუტი, თუმცა ამ მტკიცებას უარყოფდნენ კიევის ოფიციალური პირები, რომლებმაც განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები კვლავაც აკონტროლებენ თითქმის მთლიანად განადგურებული ქალაქის ზოგიერთ ნაწილს.
ამავდროულად, უკრაინის მხარემ დაადასტურა რუსული ძალების "გარკვეული როტაციული მოძრაობები" ბახმუტში. "ისინი მართლაც ანაცვლებენ ძალებს, მაგრამ რამდენად მასობრივად და მართლა გაიყვანს თუ არა პრიგოჟინი ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ქვედანაყოფებს, ამის შემოწმებას ცოტა დრო დასჭირდება", განუცხადა უკრაინის არმიის წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ სახელმწიფო ტელევიზიას 27 მაისს.