25-26 მაისს, კიევის უსაფრთხოების ფორუმზე, გამოჩენილმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა განიხილეს მშვიდობის მიღწევისა და უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის შესაძლებლობები.
"მოვიგოთ ომი და არ წავაგოთ მშვიდობა" - მთავარი ფორმულაა უკრაინის მომავლისთვის, მიიჩნევს ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო. მას მიაჩნია, რომ დემოკრატიული განვითარება, რეფორმების გატარება, ინვესტიციების მოზიდვა და სახელმწიფოს აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინა ნატოსა და ევროპის კავშირში გაწევრიანდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება უკრაინას მისცენ უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ასეთი ვარიანტი ბუდაპეშტის მემორანდუმის გამეორება აღმოჩნდეს.
მაშინ, პოროშენკოს აზრით, უკრაინა, უკეთეს შემთხვევაში, მიიღებს შეიარაღებას საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად და მისი მდგომარეობა ისრაელის მსგავსი იქნება. მაგრამ ისრაელი თუ პალესტინელ ექსტრემისტებს ებრძვის ღაზის სექტორში, უკრაინა ებრძვის, პოლიტიკოსის სიტყვებით, "მსოფლიოს მეორე უმსხვილეს ბირთვულ სახელმწიფოს".
პეტრო პოროშენკოს ვიდეოგამოსვლა მის Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული.
პოროშენკო შეეხო ნატოს სამიტის თემასაც, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში ვილნიუსში ჩატარდება და გაფრთხილება გამოთქვა უარის შესახებ, რომ კვლავ ვერ შეთანხმდნენ უკრაინის ინტეგრაციაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, როგორც ეს 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოხდა. "ჩვენ ღია კარზე გველაპარაკებიან. მაშინ, შეგვიშვით!" განაცხადა პოროშენკომ კიევის უსაფრთხოების ფორუმზე.