წალკაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - არის მსხვერპლი

ფოტოილუსტრაცია

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წალკაში ე.წ. ტექნიკური მატარებელი რელსებიდან გადავიდა. როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

"საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ სამუშაოებს ატარებდა აზერბაიჯანული კომპანია - დაშავებულებიც და გარდაცვლილიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან.

შემთხვევა გუშინ, 26 მაისს მოხდა - საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით. ამ მუხლით რკინიგზის უსაფრთხოების წესების დარღვევა, თუ ამას მსხვერპლი მოჰყვა, ისჯება ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.