აფეთქება იყო რუსეთის ქალაქ კრასნოდარში

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდამჭერი ბილბორდი ქალაქ კრასნოდარში

აფეთქება იყო რუსეთის ქალაქ კრასნოდარში. ადგილობრივი ხელისუფლება მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებს, რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით კი, მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაა. აფეთქება ღამის 4 საათისთვის მოხდა.

კრასნოდარის მერის, ევგენი ნაუმოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაზიანებულია საოფისე შენობა და საცხოვრებელი სახლი. ნაუმოვმა ქალაქის მცხოვრებთ სიმშვიდისკენ მოუწოდა. რუსული ტელეგრამ-არხი „ბაზა“ იუწყება, რომ კრასნოდარში საჰაერო თავდაცვის სისტემა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შემდეგ ამოქმედდა.

ქალაქი კრასნოდარი რუსეთის კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. რეგიონი ანექსირებულ ყირიმს ესაზღვრება.