ანა გაბრიაძე დიღმის ტყეპარკზე - "ეს არის მუდმივი კორიანტელი რუკების, თანხების, ინტერესების და წინააღმდეგობის"

Your browser doesn’t support HTML5

მხატვარი და გარემოს დამცველი ანა გაბრიაძე დიღმის ტყეპარკის გადარჩენაში დახმარებისთვის ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: "ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც დღეს აქვს ხელისუფლება საქართველოში. ...ბატონო ბიძინა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოგმართავთ მამაჩემის სახელით".

ანა გაბრიაძე აგრეთვე აცხადებს: "მივმართავ პროკურატურას და სუსს: დაინტერესდით იმ მდგომარეობით, რაც არის დიღმის ტყეპარკის მიწებთან დაკავშირებით შექმნილი.

რეალურად, პროკურატურაში არის რამდენიმე განცხადება. ეს არის პროკურატურის საქმე. შეუძლებელია 39 ათასად გაყიდული ქონება მილიონები უჯდებოდეს სახელმწიფოს.

...ძალიან დიდხანს ვიფიქრე. არასდროს მაგ თემას არ შევხებივარ. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც დღეს აქვს ხელისუფლება საქართველოში. ბიძინა ივანიშვილს სჯეროდა მამაჩემის. მამაჩემი არასდროს ინტერესდებოდა ღრმად ჩემი საქმიანობით. დადებითად უყურებდა. გარდაცვალებამდე რვა თვით ადრე მკითხა - „ახლა ყველაფერი კარგად არის?“, მე ვუპასუხე - „არა, ყველაფერი ცუდად არის“ და მითხრა „შენ არ დანებდე და მაშინ, ისინი დანებდებიან“.

ბატონო ბიძინა, იცოდეთ რეზოს პოზიცია".