საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ფარული გარიგებებით გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს. სწორედ ამ მიზნით, პარტია "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი და ორი უპარტიო დეპუტატი, თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე, სადეპუტატო კითხვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს (ირაკლი ღარიბაშვილს), შინაგან საქმეთა მინისტრს (ვახტანგ გომელაურს), საგარეო საქმეთა მინისტრსა (ილია დარჩიაშვილს) და ეკონომიკის მინისტრს (ლევან დავითაშვილს).
ასევე ნახეთ ენმ კიდევ ერთხელ ითხოვს, აიკრძალოს EU-ში სანქცირებული ადამიანების საქართველოში შემოშვება"რა ფარული მოლაპარაკებები არსებობდა? როდის დაიწყო, რა არხები არსებობს კომუნიკაციისთვის? ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები? იცოდნენ თუ არა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებმა მოლაპარაკების შესახებ და იყო თუ არა ფარული ვიზიტები?..
ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა და ღიად გვითხრას ქართველ ხალხს, რა მოლაპარაკებებშია რუსეთთან და რა არაფორმალური არხები გამოიყენეს. ფაქტია, ლავროვის შვილი "ეფესბეს" დაცვის გარეშე არ დადის; ფაქტია, რომ იყო ეს წინასწარი შეთანხმება, რომ ლავროვის შვილი ჩამოვიდა, ფრენები აღდგა. ყველაზე უფრო საზიანოა ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტის დაგეგმვა, რომელიც მოლაპარაკებების საგანია", - უთხრა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს.
მასალა არქივიდან იმყოფებიან თუ არა საქართველოში სერგეი ლავროვის შვილი და სიძეპარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად არის მმართველი პარტიის წევრი, ამბობს, რომ მისი ოპოზიციონერი კოლეგები ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.
"აქ საქართველოს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ რჩება იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც გვქონდა... ჩვენ, ერთი მხრივ, არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით და ამაში საქართველო არის კეთილსინდისიერი და მეორე, არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს... არანაირ მოლაპარაკებაზე არ არის საუბარი - აქ საუბარია ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე რუსეთის მხრიდან. საქართველოს ხო არაფერი გადაწყვეტილება არ მიუღია?!" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი: ვიზის შემოღება, ფრენების აკრძალვა არის სანქცია და ნიშნავს რუსეთთან ესკალაციას- 22 მაისს სომხურმა საინფორმაციო სააგენტო "არმენპრესმა" გაავრცელა ინფორმაცია, ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ. იმავე დღეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ბათუმისა და ნოვოროსიისკის პორტებს შორის გადაზიდვებზე გავრცელებულ ამ ცნობას „სინამდვილესთან შეუსაბამო“ და „ინტერპრეტირებული“ უწოდა.
- 19 მაისს მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა - ფრენების აკრძალვის მოთხოვნით, აქცია გაიმართა როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე პარლამენტის შენობის წინაც.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
- რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
- რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ 2012 წლის თებერვლიდან. გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
- 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.