თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, ნაციონალისტური ორიენტაციის სინან ოგანმა 28 მაისისთვის დანიშნულ მეორე ტურში ოფიციალურად დაუჭირა მხარი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს.
55 წლის ოგანი მხარდაჭერის გამოცხადების მხრივ პირველი ტურის შედეგმა აქცია პოტენციურად მნიშვნელოვან ფიგურად, რადგან 14 მაისის არჩევნებში ვერც ერდოანმა და ვერც მისმა მთავარმა მეტოქემ, ოპოზიციის ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ვერ შეძლეს გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმების მოპოვება.
ოგანმა, რომელიც ადრე საუნივერსიტეტო სივრცეში მუშაობდა და შემდეგ ულტრამემარჯვენე, ანტიიმიგრაციული სულისკვეთების პარტიის მხარდაჭერა მოიპოვა, არჩევნების პირველ ტურში ხმების 5,17 პროცენტი მიიღო.