რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ქაშვეთის ეკლესიის ეზოში, მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილი დილიდან შეიკრიბა.

დღეს, 17 მაისს, ისინი პატრიარქის დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მორწმუნეთა ნაწილი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მორწმუნეთა ნაწილი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.

ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობას მართავენ. მანამდე მეუფე შიომ, რომელიც საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეა, დოქსოლოგია (ღმრთის სადიდებელი წირვა) აღავლინა.

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მორწმუნეთა ნაწილი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა. ერთი წლით ადრე, 2013 წლის 17 მაისს, როცა მოქალაქეთა ნაწილი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა, სასულიერო პირების მოწოდებით ქალაქში ჰომოფობიური ჯგუფებიც შეიკრიბნენ. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც თემის წევრებს, ისე მათ მხარდამჭერებს.

ასევე ნახეთ საელჩოები: შეწყვიტეთ დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში ლგბტქი+ პირთა მიმართ

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ მიუხედავად საკანონმდებლო გარანტიებისა, ქვეყანაში ლგბტ+ ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვაში დღესაც პრობლემები ექმნებათ.

ასევე ნახეთ საკანონმდებლო გარანტიების მიუხედავად, ლგბტ+ ადამიანებს ქვეყანაში პრობლემები აქვთ - ომბუდსმენი