ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმუმ ოთხმა ადამიანმა, ძირითადად უკვე უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აღმოაჩინა შესაძლო მოწამვლის სიმპტომები ან განიცადა უცნობი პირების მიერ მათ საცხოვრებლებში შეღწევის შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამის შესახებ სამშაბათს წერს გამოცემა „აგენტსტვო“.
იგი იუწყება, კერძოდ, ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ხელმძღვანელზე, ნატალია არნოზე (ბუდაევა), რომელიც ძლიერ სისუსტეს გრძნობდა მიმდინარე წლის მაისის პირველ დღეებში. არნომ პრაღაში გამართა შეხვედრები, რომლებიც რუსეთში არსებულ ვითარებას ეძღვნებოდა, და იგრძნო დაბუჟება და ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ნათქვამია პუბლიკაციაში მის ორ ნაცნობზე დაყრდნობით. ერთ-ერთი მათგანის თქმით, სიმპტომების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე არნომ აღმოაჩინა, რომ პრაღაში მისი სასტუმროს ნომრის კარი ღია იყო, ოთახში კი იდგა უცხო სუნი, რომელიც „იაფფასიანი სუნამოს არომატს“ ჰგავდა.
ასევე ნახეთ 25-წლიანი პატიმრობა “სიტყვების გამო” - როგორ იძია კრემლმა შური ვლადიმირ კარა-მურზაზე?მეორე დილით ნატალია არნო გაფრინდა შეერთებულ შტატებში, სადაც დაახლოებით 10 წელია ცხოვრობს მას შემდეგ, რაც კრემლის ზეწოლით იძულებული გახდა, დაეტოვებინა რუსეთი, აღნიშნავს სააგენტო. იქ ფონდის ხელმძღვანელმა, რომელსაც უკვე აქვს ამერიკის მოქალაქეობა, მიმართა საავადმყოფოს, ასევე ხელისუფლებას. FBI-მ გამოძიება დაიწყო. მისი შედეგების შესახებ სააგენტოს თანამოსაუბრეებმა არ იციან. თავად არნომ უარი თქვა ამ თემის განხილვაზე ისე, რომ არ უარუყვია, რომ ინციდენტი შეემთხვა.
მოგვიანებით, „აგენტსტვოს“ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ნატალია არნომ სტატიის შესახებ ფეისბუქში საკუთარ გვერდზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ის არ იყო დარწმუნებული, რომ სურდა სიტუაციის გასაჯაროება. „მაგრამ რადგან სტატია უკვე გამოქვეყნდა, კომენტარს გავაკეთებ... არსებობს ეჭვი, რომ ევროპაში ჩემი ბოლო მოგზაურობის დროს მომწამლეს, შესაძლოა, nerve agent-ით, გამოძიებას აწარმოებს ერთი (ან მეტიც) დასავლური სპეცსამსახური, ჯერ კიდევ მაქვს ნეიროპათიის სიმპტომები, მაგრამ ზოგადად თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ“, - წერს, სხვათა შორის, ნატალია ბუდაევა და აღნიშნავს, რომ „რუსებს, რომლებსაც მოუწიათ პუტინის რუსეთის დატოვება... უნდა ესმოდეთ, რომ მტერს გრძელი საცეცები აქვს“.
„აგენტსტვოს“ კიდევ ორმა წყარომ თქვა, რომ უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე აშშ-ის ყოფილ ელჩს კიევსა და ტაშკენტში, ჯონ ჰერბსტს მოწამვლის სიმპტომები აღმოაჩნდა. ამჟამად ის ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის უფროსი დირექტორის თანამდებობას იკავებს.
აღნიშნულია, რომ ჰერბსტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ცნობილი კრიტიკოსია. „აგენტსტვოს“ თანამოსაუბრე, რომელიც იცნობს დიპლომატს, ამბობს, რომ FBI-მ მაშინვე დაიწყო გამოძიება ჰერბსტის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების ფაქტზე. თავად ყოფილმა ელჩმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, ხოლო ატლანტიკურ საბჭოს ჯერ არ უპასუხია „აგენტსტვოს“ მიერ გაგზავნილ მოთხოვნაზე.
გამოცემა ორ თანამოსაუბრეზე დაყრდნობით ახსენებს კიდევ ერთ შემთხვევას. ის გაზაფხულზე ევროპაში მოუვიდა რუს ჟურნალისტს, რომელიც უკანასკნელ ხანებში ემიგრაციაში ცხოვრობს. მის ვინაობას რედაქცია ეთიკური მიზეზების გამო არ ასახელებს. აპრილში, იმ დღეებში, როდესაც ბერლინში მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ ორგანიზებული რუსი ოპოზიციონერების შეხვედრა გაიმართა, ჟურნალისტმა გერმანელ ექიმებს მიმართა ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
ასევე ნახეთ „ქიმიური რუსეთის“ ისტორიამან თავად განუცხადა „აგენტსტვოს“, რომ მისი სიმპტომები „შეიძლება უკვე კონფერენციის დაწყებამდე გამოვლინდა“, მაგრამ ჟურნალისტმა მათ ხასიათსა და შემდგომ მკურნალობაზე საუბარი არ ისურვა. ნატალია არნო იმავე კონფერენციას დაესწრო ბერლინში. სწორედ იქიდან გაფრინდა იგი ჩეხეთის დედაქალაქში.
„აგენტსტვო“ ასევე წერს გამომძიებელი ჟურნალისტის, Bellingcat-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ხრისტო გროზევის შესახებ. მაგრამ მისი საქმე, როგორც აღნიშნავს გამოცემა, უკავშირდება არა სავარაუდო მოწამვლას, არამედ უცნობი პირების მიერ მის სასტუმროს ნომერში შეღწევას. ოთახში შესულებს შეეძლოთ წვდომა მოეპოვებინათ ინფორმაციაზე ჟურნალისტის პირად მოწყობილობებში. გროზევმა თავად დაადასტურა, რომ მისი ოთახიდან გაქრა ტელეფონი. სხვა კომენტარებზე მან უარი თქვა. ეს მოხდა 2022 წლის ზაფხულში მონტენეგროში, რუსეთისადმი მიძღვნილი ჟურნალისტური კონფერენციის პერიოდში.
Bellingcat-ი აქვეყნებს მასალებს გამოძიებებზე, რომლებშიც ხშირად მოიხსენიებიან სპეცსამსახურები, ცნობილი პოლიტიკოსები და ფინანსისტები. ყველაზე გახმაურებულ ასეთ გამოძიებებს შორის არის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარემოებები.