აშშ ხედავს მეტ ნიშანს იმისა, რომ რუსეთი და ირანი აფართოებენ უპრეცედენტო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, რაც მოსკოვს ეხმარება უკრაინაში ომის გაგრძელებაში, ხოლო ირანის მეზობლებს საფრთხეს უქმნის, განაცხადა თეთრმა სახლმა 15 მაისს.
თანამშრომლობის ფარგლებში ირანი რუსეთს აწვდის ცალმხრივი შეტევის დრონებს, მათ შორის 400 დრონს აგვისტოს შემდეგ, - ამბობს თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ კირბი.
კირბის თქმით, ვაშინგტონი განიხილავს ახალი სანქციების შემოღებას ირანისთვის.