საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი

საქართველოს ეწვია დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი, რომლის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთად ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.

ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.