უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა მთელი ავიაჯგუფი - 2 მი-8 ტიპის სამხედრო შვეულმფრენი და გამანადგურებელი თვითმფრინავები - სუ-34 და სუ-25 - დაკარგა.
რუსეთის სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო „ლენტა.რუს" ცნობით, სავარაუდოდ, დაიღუპნენ ოთხივე საფრენი აპარატის ეკიპაჟის წევრები, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ხომალდები ე.წ. „საჰაერო ალყის“ შედეგად, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
რუსი სამხედრო კორესპონდენტები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ავიაჯგუფის წინააღმდეგ გამოიყენეს ახალი ალყის ახალი ტაქტიკა.
ოთხი რუსული სამხედრო საფრენი აპარატის ჩამოგდებასთან უკრაინის კავშირს ირიბად ისიც ადასტურებს, რომ ბრიანსკის ოლქის კლინცოვოს რაიონში ამოქმედდა გეგმა „გადატაცება“. რაიონში ეძებენ დივერსანტებს, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონოდათ ამ თავდასხმასთან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2 შვეულმფრენისა და 2 თვითმფრინავისა და მათი ეკიპაჟების დაღუპვაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
ასევე ნახეთ
ბრიანსკის რეგიონში მი-8 ტიპის შვეულმფრენი და გამანადგურებელი თვითმფრინავი სუ-34 ჩამოვარდა