შაბათს ლუკაშენკას კორტეჟი პოლიკლინიკასთან შენიშნეს - მედია

ალიაქსანდრ ლუკაშენკა მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმს ადევნებს თვალს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კორტეჟი შაბათს შენიშნეს დროზდის წყალსაცავის ნაპირას მდებარე „რესპუბლიკური კლინიკური სამედიცინო ცენტრის“ წინ, - ამის შესახებ ცნობა ერთბაშად რამდენიმე საინტერნეტო მედია რესურსმა (@euroradio და @motolkohelp) გაავრცელეს.

ასევე ნახეთ არის თუ არა ლუკაშენკა ავად და თუ ასეა, ვინ შეცვლის მას? 


სამთავრობო კორტეჟის გამოჩენის დროს საავადმყოფოსთან მისასვლელი გზები გადაკეტილი იყო, ხოლო მის გასწვრივ იდგნენ სამართალდამცველები. კორტეჟმა სამედიცინო დაწესებულება 2 საათის შემდეგ დატოვა და უკან დაბრუნდა.

მოსკოვში აღლუმის შემდეგ, სადაც ის ცუდად გამოიყურებოდა, ლუკაშენკო საზოგადოებაში მცირე ხნით მხოლოდ იმავე დღეს მინსკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გამოჩნდა უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან. ამასთან დაკავშირებით მედიაში დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვის შეიძლება დაეკისროს კანონის თანახმად პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება, მისი ხანგრძლივი ავადმყოფობის და არაქმედუნარიანობის შემთხვევაში.

თავად ოფიციალური მინსკი ლუკაშენკას ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე რეაგირებას არ აკეთებს.