Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავარ მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, ფოლადის ჟილეტი ეცვა წინასაარჩევნო მიტინგზე 12 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე - რომელიც კვირას ჩატარდება - ორი დღით ადრე.
წყარომ მისი პარტიიდან განაცხადა, რომ "დაზვერვის“ თანახმად,“ მას შესაძლოა, თავს დაესხან". კადრებში ასევე ჩანს, რომ ქილიჩდაროღლუს პირადი მცველები შეიარაღებული იყვნენ საბრძოლო შაშხანებით და მასთან ერთად იყვნენ სცენაზე, როცა ის სიტყვით გამოდიოდა.
ეს პირველად მოხდა მისი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში. წყარომ ქილიჩდაროღლუს რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან, თქვა, რომ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იქნა მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია მასზე შესაძლო თავდასხმის შესახებ. წყაროს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ქილიჩდაროღლუ, რომელსაც გამოკითხვებით, მცირე უპირატესობა აქვს ერდოღანთან შედარებით, სიტყვით გამოვიდა შავი ზღვისპირა ქალაქ სამსუნში. პარასკევს, Reuters-თან ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია გამარჯვებაში. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს იმართება.