გელა ვასაძე: „რუსეთი, რომელმაც დაკარგა აზერბაიჯანი და კარგავს სომხეთს, ცდილობს გავლენა სამხრეთ კავკასიაზე განავრცოს“

საქართველოს ორი თვითმფრინავი და რუსეთის თვითმფრინავი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში, 2012 წელი.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის ავიაკომპანიები მზად არიან, მოსკოვი-თბილისის მიმართულებით კვირაში შვიდჯერ იფრინონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს ურჩევდნენ საქართველოში ჩასვლისგან თავი შეეკავებინათ.

რატომ გააუქმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი და რატომ აღადგინა ფრენები, „ნასტოიაშჩეე ვრემიაპოლიტოლოგ გელა ვასაძეს ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დანაციონალური მოძრაობამოსკოვი-თბილისს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ მმართველი პარტიაქართული ოცნებამომხრეა, არა?

- ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას ემხრობიან, მაგრამ დიპლომატიურს ვერა, რადგან გამოდის, ამით თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებენ.

საქართველოს რუსეთთან მხოლოდ ორგვარი ურთიერთობა თუ ექნება: აგრესიის წინააღმდეგობა და სრულფასოვანი მხარდაჭერა უკრაინისისადმი, ან მცოცავი ოკუპაციის წახალისება და ომში მონაწილეობა.

დღეს რა გვაქვს? რუსეთის ფედერაცია, რომელმაც დაკარგა აზერბაიჯანი და კარგავს სომხეთს, ცდილობს თავისი გავლენა სამხრეთ კავკასიაზე განავრცოს, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, საქართველოს მეშვეობით. კრემლის ამ ქმედებაზე ნებისმიერი დადებითი პასუხი ნიშნავს, რომ ომში რუსეთს უჭერ მხარს, რაც ვერაგობა და უზნეობაა.

გასაგებია, რომ 2022 წლის თებერვლის შემდეგ სიტუაცია კარდინარულად შეიცვალა. რუსეთი ბევრმა ეკონომიკურად განვითარებულმა ქვეყანამ გარიყა. გასაგებია, რომ უმნიშვნელოვანესი კომუნიკაციური სქემები ჩამოიშალა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდნენ. ახალ რეალობაში რუსეთის მოწყვლადობის ხარისხი ადრინდელზე ბევრად მაღალია. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება ჰიბრიდულ ომში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაზე დათანხმება მცოცავი ოკუპაციის წახალისებას ნიშნავს.

ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოს რეალური პატრონია, კრემლიდან არ ურეკავენ და არ ეუბნებიან, ასე გააკეთე ან ისეო. მაგრამ მას სურს რუსეთის მეშვეობით ფული იშოვოს.

მგონია, მომავალი ნაბიჯი ყველაზე სახიფათო უნდა იყოს. მოსკოვი ინიციირებას გაუკეთებს ე.წ. სამშვიდობო პროცესს, თვითაღირებულ აფხაზეთს, თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. ამას „გაყიდის“ როგორც მის მიერ მიღწეულ დიდ წარმატებას. ეს ყველაფერი საქართველოს ჩაითრევს რუსეთის გადარჩენის იმ ეკოსისტემაში, რომელიც ახლა საბოლოოდ ჩამოყალიბდა, რომლის ფორმირებასაც მოსკოვში აგრძელებენ. ამას უკვე ახლა ეწინააღმდეგება კოლექტიური დასავლეთი, სანქციებით და ყველაფერ დანარჩენით.

- ვინ არის მოსკოვი-თბილისის ურთიერთობების შერბილების ინიციატორი? მხოლოდ კრემლი? თუ „ქართული ოცნებაც“ რამეს აკეთებს ამ კუთხით?

- არა, ეს, რა თქმა უნდა, კრემლია. „ქართული ოცნება“ ამისთვის მხოლოდ ერთ რამეს შვრება - დიდი სიხარულით აკეთებს ფულს რუსეთზე. და ამ სურვილისა და ქმედებების გამო „ქართული ოცნება“ დღეს პროპუტინურია. ყოველთვის ვამბობდი, რომ არანაირი პირდაპირი კავშირი არაა: ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოს რეალური პატრონია, კრემლიდან არ ურეკავენ და არ ეუბნებიან, ასე გააკეთე ან ისეო. მაგრამ მას სურს რუსეთის მეშვეობით ფული იშოვოს. მას საქართველოს „ორბანიზაცია“ სურს. თუმცა ამ შემთხვევაში „ორბანიზაციაც“ ისე რა ტერმინია, უნგრეთი ხომ, საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირშია. ამ სურვილს იქამდე მივყავართ, რომ საქართველო ჯაჭვის სუსტი რგოლი ხდება ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში. ევრაზიის რუკას თუ დავხედავთ, ერთ მხარეს რუსეთია, მეორე მხარეს - ირანი, შუაში - სამხრეთი კავკასია. ანუ ლოგისტიკურად რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგეტიკული ნაკადების თვალსაზრისით. მით უფრო ახლა, როცა ევროპა გამალებული ეძებს რუსეთის ალტერნატივას. ამიტომ მოსკოვისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კოლექტიური დასავლეთისთვის - ესეც უნდა გვახსოვდეს.

- ძალიან პარადოქსული სიტუაცია იყო, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასასვლელად ვიზები არ სჭირდებოდათ, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასასვლელად - კი. უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს რამეში წაადგება? ვინმე ამას მხარს დაუჭერს?

- ვიღაცამ შეიძლება დაუჭიროს კიდეც. მაგრამ ამაში სასარგებლო რა არის?

22 წლის განმავლობაში საქართველომ მშვენივრად ისწავლა, როგორ იცხოვროს რუსეთის გარეშე.

გაგახსენებთ, როდის შემოვიდა ვიზები, მაშინ უკვე პუტინი იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ჯერ იყო შევარდნაძეც. ეს იყო პასუხი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა, რუსული ჯარები პანკისის ხეობაში შემოსულიყვნენ. მაშინ ჩეჩნეთის მეორე ომი მიდიოდა. რუსულმა ჯარმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს არაფერი ეკითხება. მოდი, ჯარს მის ტერიტორიაზე შევიყვანო. რა თქმა უნდა, საქართველო არ დათანხმდა. დღემდე იქ იდგებოდნენ. ამის მერე შემოიღეს ვიზები. მაშინ ეს ძალიან მტკივნეული იყო.

22 წლის განმავლობაში საქართველომ მშვენივრად ისწავლა, როგორ იცხოვროს რუსეთის გარეშე. ეკონომიკურად საქართველო რუსეთზე დამოკიდებული არ არის. ბუნებრივი აირი 2007 წლიდან აზერბაიჯანიდან მოგვაქვს. ვაჭრობის დიდი ნაწილი ევროკავშირზე მოდის. რუსეთთან ვაჭრობას რაც შეეხება, მასთან ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები ვაჭრობენ.

ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოში ვინმე სარატოვში ექსკურსიაზე ოცნებობს, არ ღირს.

- ტვიტერის რუსულ სეგმენტში ბევრს უხარია, რომ პუტინმა პირდაპირი ფრენები დაუშვა. რუსებს უყვართ საქართველოში ჩასვლა. ეს ნათელია. ფიქრობთ, როდესაც ეს ავიარეისები საბოლოოდ ამუშავდება, თბილისი სანქციებს არ შეუშინდება? აშშ პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო შესაძლოა სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს, თუ რუსულ თვითმფრინავებს მოემსახურება.

- მგონია, ისინი იფრენენ. ჩვენი ავიაკომპანიები აუცილებლად მოხვდებიან სანქციების ქვეშ. მაგრამ იფრენენ, იცით, რატომ? აქ კიდევ სხვა თემაა - ხელისუფლების ვაჭრობა დასავლეთთან, „ნება მოგვეცით ასე მოვიქცეთ“. ამ ვაჭრობისას უკვე ძალიან შეიჭრნენ როლებში. რუსეთის მიზანი ისაა, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში ევროკავშირში არ შევიდეს. ბრიუსელში მარტის აქციების შემდეგ ლაპარაკობდნენ: „იქ საზოგადოება დასავლეთს ემხრობა, მაგრამ ოჯახში ერთი მახინჯი ყოველთვის გამოერევა. ხანდახან ხელისუფლებაში ასეთი რამ ხდება. ამიტომ ჩვენ მაინც მივცემთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მოლაპარაკებებს არ დავიწყებთ“. ახლა ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

- როგორ მოხდა, რომ საქართველოში მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის აზრები ასე განსხვავდება ერთმანეთისგან?

- იმიტომ, რომ პრეზიდენტი, მმართველი პარტიისა და მისი ფაქტობრივი ხელმძღვანელისგან განსხვავებით, რუსეთზე ფულს არ შოულობს. პრეზიდენტი საფრანგეთში გაიზარდა, ფრანგული დიპლომატიის კადრია. უნდა სახე შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ხელისუფლებაში. მაგრამ ჩვენთან პრეზიდენტს იმაზე ნაკლები ძალა აქვს, ვიდრე ინგლისის მეფეს. ის მეფობს მაინც, თუმცა, არ მართავს. ჩვენთან კი არც მეფობს და არც მართავს.