რადიო თავისუფლება აცხადებს ვაკანსიას ციფრული პლატფორმების მენეჯერის პოზიციაზე

Რადიო თავისუფლება ციფრული პლატფორმების მედიის მენეჯერის პოზიციაზე ეძებს ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების ინოვაციური თხრობით დაინტერესებულ პროფესიონალს. მენეჯერმა უნდა შექმნას ან/და მოამზადოს და განათავსოს მედიაპროდუქტები რადიო თავისუფლების პლატფორმებზე - სოციალურ მედიასა და ვებსაიტზე. მის მოვალეობებში ასევე შედის პლატფორმების ანალიტიკური მონაცემების მიმდინარე ანალიზი და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სარედაქციო გუნდთან ერთად განვითარების სტრატეგიაზე ზრუნვა.

ციფრული პლატფორმების მენეჯერის მოვალეობებია:

  • ფეისბუკის, ინსტაგრამის, იუტუბის, ტიკტოკისა და რადიო თავისუფლების სხვა სოციალური ქსელების მართვა, მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფით;
  • ციფრულ გუნდთან ერთად მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და განხილვა;
  • ანალიტიკური პლატფორმების გამოყენებით ყოველთვიური ანგარიშების მომზადება და მათი გაცნობა/განხილვა სარედაქციო გუნდთან;
  • სარედაქციო განხილვებსა და პროდუქტების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • სოციალური მედიისთვის მასალების შექმნა და ადაპტირება;
  • Ახალ მედიაპროდუქტებზე დაკვირვება და რედაქციისთვის შეთავაზება;
  • სოციალური მედიის მთავარ რედაქტორთან ერთად სტრატეგიის განსაზღვრა და აღსრულებაზე ზრუნვა;
  • ინტერნეტში მიმდინარე ტენდენციებზე დაკვირვება და სარედაქციო გუნდთან გაზიარება;
  • აუდიტორიის ქცევების შესწავლა, მასთან კომუნიკაცია და ჩართულობის ზრდაზე ზრუნვა.

მოთხოვნები


სამუშაო გამოცდილება:

  • სოციალური მედიის გვერდის მართვის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.
  • მედიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

  • სოციალურ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ანალიტიკურ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სოციალური მედიისთვის მასალების შექმნისა და ადაპტირების გამოცდილება;
  • ფოტოშოპისა და ილუსტრატორის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ვიდეოს სამონტაჟო პლატფორმების ბაზისური ცოდნა;
  • გამართულად წერის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ენის ცოდნა:
ქართული და ინგლისური ენები სავალდებულოა.


განათლება:
ბაკალავრის დიპლომი კომუნიკაციებში, ჟურნალისტიკაში ან სხვა მომიჯნავე პროფესიაში.


თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, აღნიშვნით [subject] „ვაკანსია ციფრული პლატფორმების მენეჯერის პოზიციაზე“, გამოგვიგზავნეთ მისამართზე: digital@rferl.org