ტარიელ ცაბაძე ვაშლის მოსავალზე

Your browser doesn’t support HTML5

72 წლის ტარიელ ცაბაძე, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, რომლის ორ ოთახს სარდაფად იყენებს, ყოველდღე შედის და ვაშლის გადარჩევას იწყებს.

ერთ ოთახში "კეხურა" აწყვია, მეორეში "ბანანი". ვაშლი იმდენად სწრაფად ფუჭდება, რომ გადასაყრელი ხილით რამდენიმე ურიკას ავსებს. ნაწილს საქონელს აჭმევს, ნაწილს კი სანაგვეზე ყრის. რაც მეტად თბება, მით მეტი ვაშლი ფუჭდება.