მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ პოლონეთმა უკრაინას გადასცა 10 საბრძოლო თვითმფრინავი

MIG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი

პოლონეთმა უკრაინას გადასცა MiG-29 ტიპის 10 საბრძოლო თვითმფრინავი, იმ ფონზე, როცა კიევი კონტრშეტევისთვის ემზადება.

თვითმფრინავების გადაცემის შესახებ განცხადება ვარშავამ 8 მაისს გააკეთა. პოლონეთმა მარტში გამოაცხადა, რომ უკრაინას თავის არსენალში არსებულ საბჭოთა პერიოდის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემდა. ოთხი მათგანი უკრაინას მან უკვე მიაწოდა გასული თვის დასაწყისში.

უკრაინა კვლავ ითხოვს საბრძოლო თვითმფრინავებს, მომდევნო კვირებში კონტრშეტევისთვის მზადების ფონზე.

პოლონეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გამოაცხადა. შემდეგ ეს სლოვაკეთმა გააკეთა და უკრაინას 13-მდე MiG-29 გადასცა.