მსოფლიო საკვების პროგრამა დაფინანსების ნაკლებობის გამო შეწყვეტს პალესტინელთა დახმარებას

საილუსტრაციო ფოტო: მსოფლიო საკვების პროგრამა (WFP)

დაფინანსების ნაკლებობის გამო, მსოფლიო საკვების პროგრამა (WFP) მომავალი თვიდან შეწყვეტს 200 000-ზე მეტი პალესტინელის საკვებით დახმარებას, განაცხადა ორგანიზაციის პალესტინელთა ტერიტორიების პროგრამის მაღალჩინოსანმა 7 მაისს.

"დაფინანსების მძიმე ნაკლებობის გამო, WFP იძულებულია გააკეთოს მტკივნეული არჩევანი თავისი შეზღუდული რესურსების გამოსაყენებლად, - აცხადებს სააგენტო "როიტერსთან" სამერ აბდელჯაბერი, WFP-ის წარმომადგენელი, - ივნისიდან WFP-ის მოუწევს დაიწყოს დახმარების შეწყვეტა 200 000 ადამიანისთვის, რაც მისი ამჟამინდელი დატვირთვის 60 პროცენტია", - დასძენს ის.

პრობლემა ყველაზე მწვავედ ეხება ოჯახებს ღაზაში და დასავლეთის სანაპიროზე.